გიორგი მაჭავარიანი ახალგაზრდული ბანაკის მონაწილე 29 გურჯაანელ მოხალისეს შეხვდა.

ორგანიზაციის, „ახალგაზრდობა და ვეტერანები ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისთვის“ ორგანიზებით იმართება ახალგაზრდული ბანაკი, სადაც მომზადება უფასოა, ხოლო ბანაკში მომზადების კურსი კახეთის რეგიონიდან უკვე გაიარა 700-მდე მოხალისემ.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი, გიორგი მაჭავარიანი შეხვდა გომბორის მოხალისეთა მომზადების ცენტრის – ახალგაზრდული ბანაკის მონაწილე 29 გურჯაანელ მოხალისეს.
“ახალგაზრდებს ჩემ მოადგილესთან, ლევან ხაზიურთან ერთად შევხვდი და წარმატებები ვუსურვე. მოხალისეები 5 დღის განმავლობაში დაეუფლებიან შემდეგ დისციპლინებს: პირველადი სამედიცინო დახმარება, თვითგადარჩენა, საცეცხლე მომზადება, დრონების მართვა, ტოპოგრაფია, კიბერუსაფრთხოება და საინჟინრო მომზადება,” – აღნიშნა გიორგი მაჭავარიანმა.