ახმეტაში, ფარნაოზ ჩიკვილაძის სახელობის სპორტულ დარბაზში, გაიმართა ახმეტის მუნიციპალიტეტის სკოლებს შორის „მხიარული სტარტები“
ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ღონისძიება ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის პროექტია, რომელიც ხელს უწყობს მოზარდების ფიზიკურ აქტივობაში ჩართვას და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას.
თამაშებში მუნიციპალიტეტის 6 საჯარო სკოლის გუნდი მონაწილეობდა.
„მხიარულ სტარტებში“ გამარჯვება მატნის #2 საჯარო სკოლის გუნდმა მოიპოვა, მეორე ადგილზე დუისის საჯარო სკოლის გუნდი გავიდა, ხოლო მესამე ადგილი დაიკავა ზემო ალვანის II საჯარო სკოლის გუნდმა.
გამარჯვებულ გუნდებს ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიისგან გადაეცათ გარდამავალი თასი, მედლები და სიგელები.