ახმეტის მუნიციპალიტეტის მერი ალექსი ფიცხელაური, მოადგილესთან, ვანო ნასყიდაშვილთან ერთად ახმეტაში, ,,ბავშვთა და მშობელთა განათლებისა და განვითარების ცენტრში“ იმყოფებოდა.
ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის მერიისა და ცენტრის წარმომადგენლებმა შეაჯამეს ერთი წლის განმავლობაში ჩატარებული სამუშაოები და ბავშვებთან მუშაობის პროცესს დაესწრნენ, ასევე შეხვდნენ სერვისებით მოსარგებლე ბენეფიციარების მშობლებს.
,,ბავშვთა და მშობელთა განათლებისა და განვითარების ცენტრი’’ ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით დაფუძნდა და აგრძელებს ფუნქციონირებას. იგი განკუთვნილია ბავშვებისთვის, რომელთაც აქვთ სხვადასხვა ტიპის საჭიროება, შეზღუდული შესაძლებლობა ან განვითარების შეფერხება.
აღსანიშნავია, რომ გასული ერთი წლის განმავლობაში, ცენტრის მომსახურებით ისარგებლა 70 – მდე ბენეფიციარმა.