კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა პლატონ კალმახელიძემ მუნიციპალიტეტების მერებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა.
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს რეგიონის მუნიციპალიტეტებში სტიქიის სალიკივიდაციო სამუშაოების მიმდინარეობა. ყურადღება გამახვილდა დაგეგმილ, მასშტაბურ საპრევენციო ღონისძიებებზე, რაც საქართველოს ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროების ერთობლივი მხარდაჭერით განხორციელდება. სამუშაო შეხვედრაზე, ასევე იმსჯელეს მუნიციპალიტეტების გრძელვადიანი განვითარების დოკუმენტების შექმნასთან დაკავშირებულ, მიმდინარე პროცედურულ საკითხებზე.
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში მერებთან გამართულ სამუშაო შეხვედრას სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე გივი მეტრეველი დაესწრო.