9 აპრილის მემორიალები ყვავილებით შეამკეს და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს ყვარლის მუნიციპალიტეტის მერმა ილია მზექალაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარემ ზურაბ ჩხეიძემ და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა.
“საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ ჩხეიძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად სოფელ ჭიკაანსა და სოფელ გავაზში, ყვავილებით შევამკე 9 აპრილის მემორიალები და პატივი მივაგე გარდაცვლილთა ხსოვნას,” – განაცხადა ყვარლის მუნიციპალიტეტის მერმა ილია მზექალაშვილმა.