თელავში არსებული ამორტიზებული სტადიონის ნაცვლად დაგეგმილია 4 500 მაყურებელზე გათვლილი, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სტადიონის მშენებლობა.
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, უეფას III კატეგორიის სტადიონის პროექტირება უკვე აქტიურად მიმდინარეობს.
ახალ სტადიონზე მოეწყობა გასახდელები, საშხაპეები, სამედიცინო და ფიზიოთერაპიის ოთახები, დოპინგ-კონტროლის სივრცე, საკონფერენციო დარბაზი და მედიაცენტრი.
გათვალისწინებულია განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირებისთვის ადაპტირებული ინფრასტრუქტურისა და ავტოსადგომის მოწყობა.
ახალი სტადიონი უზრუნველყოფილი იქნება თანამედროვე სარწყავი, უსაფრთხოების, განათებისა და ტრანსლაციისთვის საჭირო აუდიო-ვიზუალური სისტემებით.