თიანეთი-ახმეტა-ყვარელი-ნინიგორის საავტომობილო გზის (კმ44–კმ57) რეაბილიტაცია აქტიურ ფაზაშია.
მონაკვეთი ახმეტისა და თელავის მუნიციპალიტეტებში მდებარეობს და ერთმანეთთან აკავშირებს კახეთსა და მცხეთა-მთიანეთს, ასევე წარმოადგენს ფშავ-ხევსურეთსა და ყაზბეგთან დამაკავშირებელ უმოკლეს მარშრუტს.
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში სრულად განახლდება საგზაო ინფრასტრუქტურა, მოეწყობა წყალგამტარი სისტემები, პავილიონები.რეაბილიტაცია ჩაუტარდება ორ ხიდს, ხოლო ერთ მონაკვეთზე ახალი ხიდი აშენდება.
ამ ეტაპზე ასფალტის საფარი უკვე დაგებულია, მიმდინარეობს სანიაღვრე სისტემებისა და დამატებითი ინფრასტრუქტურის მოწყობა.
სამუშაოების დასრულება 2026 წლის აგვისტოშია დაგეგმილი.