კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში, ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის რეფორმის გაცნობის მიზნით შეხვედრა გაიმართა.
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამა რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტს მოიცავს და ითვალისწინებს: პატრონიანი ძაღლების ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაციას, ჩიპირებას, ერთიან ბაზაში რეგისტრაციას და ძუ ძაღლების სტერილიზაციას, მიუსაფარი/მიკედლებული ძაღლების ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაციას, იდენტიფიკაცია/რეგისტრაციასა და კასტრაცია/სტერილიზაციას.
სააგენტოს ვეტერინარებმა შეხვედრის მონაწილეებს ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.
შეხვედრაზე, ასევე ხაზი გაესვა აღნიშნული პროგრამის განხორციელების მნიშვნელობას. აღინიშნა, რომ პროგრამა ხელს შეუწყობს ცხოველების ჯანმრთელობის დაცვას და ადამიანებისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნას.
შეხვედრას კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული პლატონ კალმახელიძე, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები – გივი მეტრეველი, მამუკა ბურდიაშვილი, თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, ლევან ლილუაშვილი, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე მიხეილ დოლაბერიძე და მუნიციპალიტეტების მერები ესწრებოდნენ.