გარემოსდაცვით კამპანიას – „დედამიწის საათი“ შეუერთდა თელავის მუნიციპალიტეტი, რასთან დაკავშირებითაც ერთი საათის განმავლობაში თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციულ შენობაში გამოირთო ელექტროენერგია.
შეგახსენებთ, რომ “დედამიწის საათი” აღინიშნება ყოველ წელს 28 მარტს.
აღსანიშნავია, რომ ინიციატივის ფარგლებში, ყოველწლიურად მილიონობით ადამიანი და ასობით ქვეყანა ერთიანდება და ერთი საათით უარს ამბობს ელექტროენერგიის გამოყენებაზე.