თელავის და ახმეტის თვითმმართველობის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრები გაიმართა.

კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა პლატონ კალმახელიძემ და საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა, თელავის და ახმეტის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრები გამართეს.
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრებზე მუნიციპალიტეტების მიხედვით განიხილეს მიმდინარე საკითხები, არსებული გამოწვევები და 2026 წელს დაგეგმილი პროექტები. ყურადღება გამახვილდა მუნიციპალიტეტების განვითარების გრძელვადიან სტრატეგიაზე, რომლის შექმნაზე უკვე მიმდინარეობს აქტიური მუშაობა, ხაზი გაესვა კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებს შორის კოორდინირებული მუშაობის საჭიროებას. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრებზე, ასევე, გამოიკვეთა რიგი საკითხები, რაც ცენტრალურ და საკანონმდებლო დონეზე საჭიროებს მხარდაჭერას.
შეხვედრებს თელავის და ახმეტის მუნიციპალიტეტების მერები და საკრებულოების თავმჯდომარეები, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე, მამუკა ბურდიაშვილი, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ლევან ლილუშვილი, თელავის,ახმეტის, ყვარლის და ლაგოდეხის დელეგატის, ირაკლი ქადაგიშვილის ბიუროს ხელმძღვანელი ზაზა ჩიკვაიძე ესწრებოდნენ.