ილია მზექალაშვილმა მერიაში დასაქმებულ ქალბატონებს გაზაფხულის დღესასწაულები მიულოცა.

ყვარლის მუნიციპალიტეტის მერმა ილია მზექალაშვილმა, მოადგილეებთან ერთად, მერიაში დასაქმებულ ქალბატონებს მიულოცა გაზაფხულის დღესასწაულები.
,,ყველა ქალბატონს ვულოცავ გაზაფხულის დღესასწაულებს! ვუსურვებ ჯანმრთელობას, კეთილდღეობას, პროფესიულ წარმატებასა და წინსვლას,” – აღნიშნა ყვარლის მუნიციპალიტეტის მერმა ილია მზექალაშვილმა.