დღეს, ყვარელში, ა.ა.იპ ყვარლის კულტურის განვითარების ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა დედის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება.
ყვარლის მუნიციპალიტეტის მერმა ილია მზექალაშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ ჩხეიძემ, ყვარელში მცხოვრებ მრავალშვილიან დედებს პირადად მიულოცეს დედის დღე და გადასცეს თაიგულები.
„ყველა დედას გილოცავთ დედის დღეს! თითოეული თქვენგანი უანგარო სიყვარულისა და სათნოების მაგალითია. გისურვებთ ჯანმრთელობას, ბედნიერებას, ულევ სიხარულსა და წარმატებას თქვენს ოჯახებთან ერთად,“ – აღნიშნა ყვარლის მუნიციპალიტეტის მერმა ილია მზექალაშვილმა.
ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ილია ჭავჭავაძის სახელობის ყვარლის სახელმწიფო მუზეუმის დარბაზში გაიმართა კულტურულ-შემოქმედებით ღონისძიება, რომელსაც დაესწრნენ მერის მოადგილეები – ოთარ ბუჯიაშვილი და დავით ქანდაურიშვილი, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ხელმღვანელი ირაკლი მათიკაშვილი, ა.ა.იპ ყვარლის კულტურის განვითარების ცენტრის დირექტორი მაია ზარდიაშვილი და ადგილობრივი მოსახლეობა.