თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ინტენსიური თოვის გამო მიმდინარეობს როგორც ადგილობრივი მნიშვნელობის, ისე შიდა სახელმწიფოებრივი გზების გაწმენდითი სამუშაოები.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მგზავრთა უსაფრთხოდ გადაადგილების უზრუნველყოფის მიზნით, ამ ეტაპზე მუნიციპალური ტრანსპორტი დროებით არ მუშაობს.
ინტენსიური თოვის გამო მუნიციპალიტეტის მასშტაბით დაფიქსირებულია ელექტროენერგიის მიწოდების დროებითი შეზღუდვა.
ადგილზე მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური და მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები.
როგორც ცნობილია, ელექტროენერგიის მიწოდება ეტაპობრივად აღდგება.