ვაჟა მაღრაძე სოფლად მცხოვრებ მოსახლეობასთან შეხვედრისას საპროექტო წინადადებებს გაეცნო.

თელავის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება.
თელავის მუნიციპალიტეტის მერმა ვაჟა მაღრაძემ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, აღნიშნული პროგრამით გათვალისწინებული საკონსულტაციო შეხვედრები სოფლების – ყარაჯალის, იყალთოს, რუისპირის და ახატელის მოსახლეობასთან გამართა.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში გამართული შეხვედრების მიზანია ადგილზე არსებული გამოწვევებისა და საჭიროებების გათვალისწინებით, მოსახლეობის მიერ პრიორიტეტული საპროექტო წინადადებების შერჩევა.
თელავის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში შეხვედრები 29 დასახლებულ პუნქტში გაიმართება.
პროგრამის განხორციელების მიზნით, ცენტრალური ბიუჯეტიდან თელავის მუნიციპალიტეტისთვის 478 000 ლარია გამოყოფილი.
მუნიციპალიტეტი პროგრამაში ადგილობრივი ბიუჯეტიდან 100%-იანი დაფინანსებით მონაწილეობს.
პროგრამის საერთო ბიუჯეტი 956 000 ლარს შეადგენს.