თელავში, UCMAS – ის მიერ გამართულ დაჯილდოების ღონისძიებას პლატონ კალმახელიძე დაესწრო.

თელავში, UCMAS-საქართველოს მიერ ორგანიზებულ დაჯილდოების ღონისძიებას დაესწრო კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე, პლატონ კალმახელიძე.
UCMAS-საქართველოს მენტალური არითმეტიკის საერთაშორისო პროგრამამ მსოფლიო ჩემპიონატისა და IGE სერტიფიკატების დაჯილდოების ცერემონიას უმასპინძლა.
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პლატონ კალმახელიძემ დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა, მენტალური არითმეტიკის ჩემპიონატის მონაწილეებს მიღწეული გამარჯვება მიულოცა და შემდგომი წარმატებები უსურვა.
ღონისძიებაში UCMAS-ის ეროვნული ფრენჩაიზის მფლობელი, საჰარ ჰარბი მონაწილეობდა.
ღონისძიებაზე მოსწავლეებს სერტიფიკატები გადაეცათ, მათ შორის იყვნენ თელავის ფილიალის მოსწავლეები. ჩემპიონატზე მეორე ადგილი თელავის ფილიალის მოსწავლემ, მათე კობიაშვილმა, ხოლო დანარჩენმა მოსწავლეებმა მესამე ადგილი დაიკავეს.