ვაჟა მაღრაძემ კისისხევის, ნასამხრალისა და შალაურის მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა.

თელავის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო.
თელავის მუნიციპალიტეტის მერმა ვაჟა მაღრაძემ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, აღნიშნული პროგრამით გათვალისწინებული საკონსულტაციო შეხვედრები გამართა სოფლების – კისისხევის, ნასამხრალისა და შალაურის მოსახლეობასთან.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში გამართული შეხვედრების მიზანია ადგილზე არსებული გამოწვევებისა და საჭიროებების გათვალისწინებით, მოსახლეობის მიერ პრიორიტეტული საპროექტო წინადადებების შერჩევა.
თელავის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში შეხვედრები 29 დასახლებულ პუნქტში გაიმართება.
პროგრამის განხორციელების მიზნით, ცენტრალური ბიუჯეტიდან თელავის მუნიციპალიტეტისთვის 478 000 ლარია გამოყოფილი.
აღსანიშნავია, რომ მუნიციპალიტეტი პროგრამაში ადგილობრივი ბიუჯეტიდან 100%-იანი დაფინანსებით მონაწილეობს. პროგრამის საერთო ბიუჯეტი შეადგენს 956 000 ლარს.