თელავის ისტორიულმა მუზეუმმა უმასპინძლა თელავის მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს ორგანიზებით გამართულ თელაველ ქალ მხატვართა 2026 წლის კალენდრის პრეზენტაციას.
თელავის ისტორიული მუზეუმის ინფორმაციით, კალენდარში თვეების მიხედვით შერჩეულია 12 თელაველი ქალი მხატვრის შემოქმედება, მათ შორის მუზეუმის ხელოვნების ფონდში დაცული ნამუშევრები. თითოეულ ავტორთან ერთად წარმოდგენილია ბიოგრაფიული ცნობებიც.
კალენდრის გამოცემის მთავარი მიზანია თელავის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ქალი ხელოვანების შემოქმედებითი ღვაწლის დაფასება, მათი ხელოვნების პოპულარიზაცია და მომავალი თაობებისთვის მნიშვნელოვანი კულტურული მემკვიდრეობის წარმოჩენა.