ყვარლის მუნიციპალიტეტის მერმა ილია მზექალაშვილმა სამუშაო შეხვედრა გამართა.

ყვარლის მუნიციპალიტეტის მერმა ილია მზექალაშვილმა ა(ა)იპ-ების ხელმძღვანელებთან და ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მერმა თანამშრომლებს ა(ა)იპ „ყვარლის კეთილმოწყობის სამსახურის“ ხელმძღვანელი შალვა მეტრეველი წარუდგინა და წარმატებები უსურვა სამომავლო საქმიანობაში.
“სამუშაო შეხვედრაზე მუნიციპალიტეტში არსებული პრიორიტეტული საკითხები, დასრულებული და მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები განვიხილეთ. შეხვედრაზე აგრეთვე ყურადღება გავამახვილე “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში მუნიციპალიტეტის სოფლებში, მოსახლეობასთან დაგეგმილი შეხვედრების საორგანიზაციო საკითხებზე,” – განაცხადა ყვარლის მუნიციპალიტეტის მერმა, ილია მზექალაშვილმა.