ყვარლის ცენტრალურ ქუჩებსა და ადმინისტრაციულ შენობაზე სახელმწიფო დროშები განათავსეს.

14 იანვარი საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეა.
ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სახელმწიფო დროშები განთავსებულია ყვარლის ცენტრალურ ქუჩებსა და ადმინისტრაციულ შენობაზე.
“ყვარლის მუნიციპალიტეტის მერია გილოცავთ საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეს!” –  ნათქვამია ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.