თელავის მუნიციპალიტეტის მერია გზების გაწმენდით სამუშაოებს ახორციელებს.

თოვლის გამო, თელავის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ავტოტრანსპორტის შეუფერხებელი მოძრაობის უზრუნველსაყოფად შესაბამისი ღონისძიებები ტარდება.
ქალაქ თელავის ცენტრალურ ქუჩებსა და გარეუბნებში მძიმე ტექნიკის საშუალებით, ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს გზების გაწმენდითი სამუშაოები და იყრება ქვიშა-მარილი.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, არსებული მეტეოროლოგიური პირობების გათვალისწინებით, მუნიციპალური ტრანსპორტი 3 იანვრამდე არ იმუშავებს.
თელავის მუნიციპალიტეტის მერია მოსახლეობას მოუწოდებს, იმოძრაონ ტექნიკურად გამართული ავტოტრანსპორტით და გადაადგილებისას გამოიჩინონ მაქსიმალური სიფრთხილე.