ილია მზექალაშვილმა, ახალი 2026 წელი სხვადასხვა უწყების თანამშრომლებს პირადად მიულოცა.

ყვარლის მუნიციპალიტეტის მერმა, ილია მზექალაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარესთან, ზურაბ ჩხეიძესთან და მოადგილეებთან ერთად, ახალი 2026 წელი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს კახეთის საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარი სამმართველოს სახანძრო-სამაშველო განყოფილების, შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ყვარლის რაიონული პოლიციის სამმართველოსა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებს, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებსა და საავადმყოფოს მედპერსონალს მიულოცა.
“ახალი 2026 წელი მივულოცე კახეთის საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარი სამმართველოს სახანძრო-სამაშველო განყოფილების, შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ყვარლის რაიონული პოლიციის სამმართველოსა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებს, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებსა და საავადმყოფოს მედპერსონალს,” – განაცხადა ყვარლის მუნიციპალიტეტის მერმა, ილია მზექალაშვილმა.