დღეს, ილია მზექალაშვილმა მერის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

ყვარლის მუნიციპალიტეტის მერმა, ილია მზექალაშვილმა, მერის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით არსებული საკითხები და იმსჯელეს საახალწლო ღონისძიებების მოსამზადებელ სამუშაოებთან დაკავშირებით.
“ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გავმართე. შეხვედრაზე განვიხილეთ მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით არსებული საკითხები და ვიმსჯელეთ საახალწლო ღონისძიებების მოსამზადებელ სამუშაოებთან დაკავშირებით,” – განაცხადა ყვარლის მუნიციპალიტეტის მერმა, ილია მზექალაშვილმა.
შეხვედრას ესწრებოდნენ მერის მოადგილეები – ოთარ ბუჯიაშვილი და დავით ქანდაურიშვილი.