საგარეჯოს მუნიციპილატეტის მერი, ვახტანგ კაკუტაშვილი ქალაქ საგარეჯოში, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას დაესწრო.
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, გურჯაანის, თელავისა და ახმეტის ტექნოპარკების ერთობლივი ჩართულობით გამართულ ღონისძიებაზე, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდები გაეცნენ თანამედროვე ტექნოლოგიებს, სტარტაპ ეკოსისტემას და ტექნოპარკების პროგრამებს.
მერმა ორგანიზატორებს მადლობა გადაუხადა საგარეჯოს ახალგაზრდებისთვის ინოვაციური ტურის მოწყობისათვის და შემდგომი წარმატებები უსურვა.