9 დეკემბერს, თელავში, სატრანსპორტო მოძრაობა დროებით შეიზღუდება.

“მოქალაქეთა საყურადღებოდ!
საახალწლო განათებების სამონტაჟო სამუშაოების გამო, 9 დეკემბერს, თელავში იმოქმედებს სატრანსპორტო მოძრაობის დროებითი შეზღუდვა.
9 დეკემბერს, 10:00 საათიდან 17:45 საათამდე, საახალწლო ღონისძიებებისთვის მზადების პროცესის გამო, ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება ქეთევან წამებულის ქუჩაზე (PSP აფთიაქიდან – ფიქრის ხიდამდე),” – ნათქვამია თელავის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.