თელავში, სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში, მუნიციპალური თამაშები გაიმართა.

8 დეკემბერს, სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში, გაიმართა მუნიციპალური თამაშები ხელბურთში ვაჟებს შორის.
თელავის მერიის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილების ინფორმაციით, საპრიზო ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა:
I ადგილი – თელავის N:4 საჯარო სკოლა;
II ადგილი – თელავის N:5 საჯარო სკოლა.
შეგახსენებთ, რომ გამარჯვებული გუნდები რეგიონულ პირველობაზე წარადგენენ თელავის მუნიციპალიტეტს.
მუნიციპალური თამაშები გაიმართება კიდევ სპორტის 1 სახეობაში.