გიორგი მაჭავარიანმა წარჩინებულ კურსდამთავრებულებს ოქროსა და ვერცხლის მედლები გადასცა.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების 2023-2024 სასწავლო წლის საშუალო საფეხურის წარჩინებულ კურსდამთავრებულებს გადაეცათ ოქროსა და ვერცხლის მედლები.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ღონისძიება გაიმართა გურჯაანის ტექნოპარკში. კურსდამთავრებულებს ჯილდოები გადასცეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, დავით სონღულაშვილმა, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა, გიორგი მაჭავარიანმა და საკრებულოს თავმჯდომარემ, ვანო ბერიძიშვილმა.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, 47 მოსწავლეს ოქროს, ხოლო 14 მოსწავლეს, ვერცხლის მედალი გადასცეს.
ღონისძიებას ესწრებოდნენ დელეგატის ბიუროს ხელმძღვანელი ზაზა შოშიაშვილი, მერის პირველი მოადგილე, კონსტანტინე ბერიძიშვილი და საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენლები.