საგარეჯოს #4 საჯარო სკოლის ეკოკლუბმა, ნიადაგის მსოფლიო დღეზე პრეზენტაცია გააკეთა.

5 დეკემბერი, ნიადაგის მსოფლიო დღეა!
ამ დღესთან დაკავშირებით, ქალაქ საგარეჯოს #4 საჯარო სკოლის საბუნებისმეტყველო კათედრაზე არსებულმა ეკოკლუბმა – ,,ეკოლაბი,” გააკეთა პრეზენტაცია, რომელიც მიზნად ისახავდა მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას.
აღსანიშნავია, რომ ნიადაგი ერთ-ერთი ბუნებრივი რესურსია, რომელიც უზრუნველყოფს მცენარეების ზრდას, ინახავს წყალს და საკვებ ნივთიერებებს, ქმნის საფუძველს სიცოცხლისთვის. ის მნიშვნელოვანია ეკოსისტემების სტაბილურობისთვის და სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის. ნიადაგის დაცვა და გონივრული გამოყენება მნიშვნელოვანია რადგან მისი აღდგენა საუკუნეებს მოიცავს. 
ბავშვები აქტიურად ჩაერთნენ პროცესში უყურეს საინტერესო ანიმაციებსაც და დავალებებსაც წარმატებით გაართვეს თავი.