Skip to content
ფოტო: თელავის მერიის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილება
5 დეკემბერს, სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში, გაიმართა მუნიციპალური თამაშები ფრენბურთში ვაჟებს შორის.
თელავის მერიის სპორტისა და ახალგაზრდობის განყოფილების ინფორმაციით, საპრიზო ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა:
I ადგილი -სოფ. წინანდლის საჯარო სკოლა;
II ადგილი – სოფ. ვარდისუბნის საჯარო სკოლა.
გამარჯვებული გუნდები რეგიონულ პირველობაზე წარადგენენ თელავის მუნიციპალიტეტს.
შეგახსენებთ, რომ მუნიციპალური თამაშები გაიმართება კიდევ სპორტის 2 სახეობაში.