გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი, გიორგი მაჭავარიანი, “ახალგაზრდული საბჭოს” წევრებს შეხვდა.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, შეხვედრაზე ახალგაზრდებმა საბჭოს მიერ განხორციელებული პროექტების შესახებ ისაუბრეს და მუნიციპალიტეტის მერს სამომავლო გეგმები გააცნეს. ყურადღება დაეთმო, ადგილობრივი ახალგაზრდების ეროვნულ ფორუმში მონაწილეობის საკითხს, რომელიც სსიპ “ახალგაზრდობის სააგენტოს” ორგანიზებით, 9 დეკემბერს თბილისში გაიმართება.
შგახსენებთ, რომ გურჯაანის კულტურის ცენტრთან არსებული “ახალგაზრდული საბჭო” 2016 წლიდან აქტიურადაა ჩართული მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ახალგაზრდული პროექტის, ღონისძიების და გასართობ – შემოქმედებითი აქტივობის ორგანიზებაში.