კახეთის რეგიონში საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა – რეაბილიტაცია აქტიურად გრძელდება. კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი ალადაშვილი გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი, გიორგი მაჭავარიანი და საკრებულოს თავმჯდომარე, ვანო ბერიძიშვილი, სოფელ ბაკურციხეში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ.
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაკურციხეში, შიდა საუბნო გზების რეაბილიტაციის სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ჯამური ღირებულება შეადგენს 538 990 ლარს. პროექტით გათვალისიწნებულია გზის 1500 მეტრი სიგრძის მონაკვეთზე ასფალტის საფარის დაგება და სანიაღვრე არხების მოწყობა.