ილია მზექალაშვილმა, ყვარლის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოქალაქეების საჭიროებები მოისმინა.

დღეს, ყვარლის მუნიციპალიტეტის მერმა, ილია მზექალაშვილმა, შეხვედრა გამართა მოქალაქეებთან.
ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში დამსწრეებმა მერთან მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე ისაუბრეს. მოქალაქეთა ძირითადი მოთხოვნები ინფრასტრუქტურული საჭიროებების მოწესრიგებას, ჯანდაცვისა და სოციალურ თემებს შეეხებოდა.
აღსანიშნავია, რომ მერმა შესაძლებლობის ფარგლებში, მხარდაჭერისათვის და დახმარებისათვის გამოხატა მზადყოფნა.
“დღეს შეხვედრა გავმართე ყვარლის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მოქალაქეებთან, რომელთა ძირითადი მოთხოვნები მოიცავდა ინფრასტრუქტურული საჭიროებების მოწესრიგებას, ასევე ჯანდაცვისა და სოციალურ თემებს. ჩვენი შესაძლებლობებიდან გამომდინარე მაქსიმალურად მოკლე დროში მოგვარდება არსებული საკითხები,” – განაცხადა ყვარლის მუნიციპალიტეტის მერმა, ილია მზექალაშვილმა.