საგარეჯოსა და გურჯაანში, მუნიციპალიტეტების ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვეს.

საგარეჯოსა და გურჯაანში, მუნიციპალიტეტების ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვეს კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი ალადაშვილმა, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლევან ღირსიაშვილმა და პარლამენტის წევრმა, გიორგი ბენაშვილმა.
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საგარეჯოში, ასევე გაიმართა ოქროსა და ვერცხლის მედალოსანი კურსდამთავრებულების დაჯილდოება.
ხელისუფლების წარმომადგენლებმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს, მასწავლებლებს თავდაუზოგავი შრომისა და თავდადებისთვის მადლობა გადაუხადეს და გადასცეს შესაბამისი სერტიფიკატები.
ღონისძიებას ესწრებოდნენ სასკოლო საზოგადოებისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის გადაწყვეტილებით, მასწავლებლის ეროვნული პრემიის ფარგლებში, ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოება ყველა რეგიონში 10 ოქტომბრის ჩათვლით იმართება. დასკვნითი ღონისძიება კი ჩატარდება თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში, 27 ოქტომბერს.