დღეს, ახმეტის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვეს.

დღეს, ახმეტის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად, მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვეს კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი ალადაშვილმა, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლევან ღირსიაშვილმა და პარლამენტის წევრმა, გელა სამხარაულმა.
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ხელისუფლების წარმომადგენლებმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს, მასწავლებლებს თავდაუზოგავი შრომისა და თავდადებისთვის მადლობა გადაუხადეს და გადასცეს შესაბამისი სერტიფიკატები.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის გადაწყვეტილებით, მასწავლებლის ეროვნული პრემიის ფარგლებში, ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოება ყველა რეგიონში იმართება 10 ოქტომბრის ჩათვლით. დასკვნითი ღონისძიება ჩატარდება 27 ოქტომბერს, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიებას ესწრებოდნენ სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლები და კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები.