დღეს, თელავის მთავარ ბიბლიოთეკაში, გაიმართა თელაველი ახალგაზრდა მწერლის, გიორგი ოგბაიძეს წიგნის – “მე აპრილის თვეში დავიბადე” პრეზენტაცია.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, წიგნის პრეზენტაციას დაესწრნენ თელავის მუნიციპალიტეტის მერი, ლევან ანდრიაშვილი და მერის მოადგილე, ფიქრია ყუშიტაშვილი.
წიგნის ავტორმა, დამსწრე საზოგადოებას წაუკითხა თავისი რჩეული ლექსები.
შეგახსენებთ, რომ წიგნის გამოცემა განხორციელდა თელავის მუნიციპალიტეტის მერიისა და საბიბლიოთეკო გაერთიანების მხარდაჭერით.