დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი, ნიკოლოზ ჯანიაშვილი, ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა სოფელ საბათლოში.
“დღეს საბათლოში ვიყავი, ჩვენი სამშობლოს ყველაზე აღმოსავლეთით მდებარე სოფელში – საიდანაც იწყება საქართველო, საიდანაც იწყება ჩვენი გამარჯვება. ქართული ოცნების მმართველობის პერიოდში ამ სოფელში: მივიყვანეთ გზა; გავიყვანეთ გაზი; გავხსენით საბავშვო ბაღი; გავარემონტეთ სკოლა; გავაკეთეთ გარე განათება; მოსახლეობას ვუზრუნველყოფთ 24 საათიან წყალმომარაგებით,” – განაცხადა ნიკოლოზ ჯანიაშვილმა.