დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი, ნიკოლოზ ჯანიაშვილი ადგილობრივ მოსახლეობას შეხვვდა სოფელ თავწყაროში და აღნიშნა, რომ მისთვის ძალიან ძვირფასია თითოეული ადამიანი.
“დღეს თავწყაროში მაჟორიტარობის კანდიდატთან, ირინე ფოცხვერაშვილთან ერთად შევხვდი მოსახლეობას, სადაც უმრავლესობა ჩემთვის ძალიან ძვირფასი, ხანში შესული ადამიანები არიან. სოფელი თავწყარო, სადაც სულ 20 ოჯახამდე ცხოვრობს, ნათლად მიუთითებს ქართული ოცნების მთავარ ღირებულებაზე – ზრუნვა ადამიანზე, ზრუნვა მოქალაქეზე, მიუხედავად მათი რაოდენობისა თუ საცხოვრებელი ადგილისა. ქართული ოცნების მმართველობის პერიოდში სოფელში გადაიჭრა ისეთ პრობლემები, როგორებიცაა: სოფლის გაზიფიცირება; სასმელი წყალი; აშენდა სამედიცინო პუნქტი; გაკეთდა გარე განათება ყველა ქუჩაზე; მიმდინარეობს ცენტრალური გზის და შიდა გზების მოასფალტება,” – განაცხადა ნიკოლოზ ჯანიაშვილმა.