“ნიკოლოზ ჯანიაშვილი მოსახლეობაში მაღალი ნდობით სარგებლობს,” – გიორგი ალადაშვილი.

კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი ალადაშვილი, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატთან, ნიკოლოზ ჯანიაშვილთან ერთად, შევხვდა სოფელების – არბოშიკის, ზემო მაჩხაანისა და მირზაანის მოსახლეობას.
“ნიკოლოზ ჯანიაშვილი მოსახლეობაში მაღალი ნდობით სარგებლობს, რაც განაპირობა ბოლო წლების მანძილზე ნიკოლოზის, როგორც წარმატებული მერისა და როგორც მოსახლეობის კეთილდღეობაზე, ასევე, მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურის შექმნაზე ორიენტირებული მერის პოზიციამ.
დედოფლისწყაროს მერის ერთ – ერთი მნიშვნელოვანი უნარია, იყოს მუდმივ კომუნიკაციაში მოსახლეობასთან და საზოგადოების თითოეული წევრისგან მოისმინოს დედოფლისწყაროს სამომავლო განვითარების შესახებ მათი მოსაზრება.
წარმატებებს ვუსურვებ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატს, ნიკოლოზ ჯანიაშვილს და ვუხდი მადლობას დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის განვითარების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის,” – განაცახადა კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი ალადაშვილმა.
მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრებში მონაწილეობა მიიღეს -პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, პარლამენტის წევრმა, გიორგი ბენაშვილმა და კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ, მამუკა ბურდიაშვილმა.