“მჯერა, საგარეჯოს მოსახლეობა მხარს დაუჭერს ვახტანგ კაკუტაშვილს,” – გიორგი ალადაშვილი.

კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი ალადაშვილი, ქალაქ საგარეჯოს და სოფელ უდაბნოს მოსახლეობას შეხვდა მოადგილე, მამუკა ბურდიაშვილთან, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერთან, ავთანდილ გულიკაშვილთან და საკრებულოს თავმჯდომარე, ალექსი გილაშვილთან ერთად.
“საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატთან, ვახტანგ კაკუტაშვილთან ერთად, შევხვდი ქალაქ საგარეჯოს და სოფელ უდაბნოს მოსახლეობას. შეხვედრებზე მოსახლეობას მივაწოდეთ ინფორმაცია განხორციელებული და დაგეგმილი პროექტების შესახებ. მოსახლეობამ თავის მხრივ, არსებული საჭიროებების შესახებ გაგვიზიარა ინფორმაცია, რაც გათვალისწინებული იქნება სამომავლოდ განსახორციელებელი პროექტების დაგეგმვის დროს. მინდა მადლობა გადავუხადო საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს თანამშრომლობისთვის. წარმატებებს ვუსურვებ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატს ვახტანგ კაკუტაშვილს. მჯერა, საგარეჯოს მოსახლეობა მხარს დაუჭერს ვახტანგ კაკუტაშვილს, როგორც ღირსეულ საგარეჯოელს და გამოცდილ პროფესიონალს,” – განაცხადა კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი ალადაშვილმა.