დღეს, “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატი თელავის მუნიციპალიტეტში, ვაჟა მაღრაძე შეხვდა სოფელ გულგულისა და იყალთოს მოსახლეობას.
“თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ გულგულასა და იყალთოში ადგილობრივ მოსახლეობას შევხვდი.
ეს შეხვედრები ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან შესაძლებლობა მაქვს უშუალოდ მოვისმინო თითოეული თქვენი ხმა და აზრი.
სოფლის წინაშე არსებული გამოწვევები და საჭიროებები გავაზიარეთ ერთად, ვისაუბრეთ იმ გზებზე, რომლებიც ხელს შეუწყობს ინფრასტრუქტურის განვითარებას, სოციალური პირობების გაუმჯობესებასა და ჩვენი სოფლების გაძლიერებას.
ერთობლივი ძალისხმევით, აუცილებლად მივაღწევთ უკეთეს მომავალს!” – აღნიშნა ვაჟა მაღრაძემ.