“ქართული ოცნების” მერობის კანდიდატი ყვარლის მუნიციპალიტეტში, ილია მზექალაშვილი შეხვდა სოფელ გრემისა და შაქრიანის მოსახლეობას. როგორც ილია მზექალაშვილმა აღნიშნა, შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა ადგილობრივებისთვის მნიშვნელოვან და პრიორიტეტულ საკითხებზე საუბარი, საჭიროებების უკეთ გაცნობისა და მათი მოგვარების მიზნით.
“გრემისა და შაქრიანის მოსახლეობასთან ვისაუბრეთ იმ მნიშვნელოვან საკითხებზე, რომელთა დროული გადაჭრა აუცილებელია მათი ყოველდღიური საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებისათვის,” – განაცხადა ილია მზექალაშვილმა.