თელავში, ჩოლოყაშვილის ქუჩის რეაბილიტაციას ლევან ანდრიაშვილი პირადად გაეცნო.

თელავში, ჩოლოყაშვილის ქუჩაზე მიმდინარე ქვაფენილის რეაბილიტაციას ადგილზე გაეცნო თელავის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ანდრიაშვილი.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, განახლდა დაზიანებული ქვაფენილი და წყლის სისტემები.
სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისმა ღირებულებამ შეადგინა 68 794 ლარი.