კახეთის რეგიონში აქტიურად გრძელდება საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება.
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში, შიდა საუბნო გზის რეაბილიტაციის პროცესს ადგილზე გაეცნენ კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ალადაშვილი და ახმეტის მუნიციპალიტეტის მერი ალექსი ფიცხელაური.
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში მოეწყო რკინა – ბეტონის სანიაღვრე არხები და გზის 952 მეტრი სიგრძის მონაკვეთზე მიმდინარეობს ასფალტის საფარის დაგება.
შეგახსენებთ, რომ საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები დაფინანსებულია რეგიონული განვითარების ფონდიდან და პროექტის ღირებულება შეადგენს 690 948 ლარს.