გივი ზაუტაშვილი საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო.

დღეს, ქალაქ ყვარელში, სოფელ საბუესა და სოფელ შილდაში, საგზაო ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს მოადგილეებთან და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო ყვარლის მუნიციპალიტეტის მერი გივი ზაუტაშვილი.
ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ქალაქ ყვარელში, გურამიშვილის ქუჩაზე, გზის 2000 მეტრი სიგრძის მონაკვეთზე მოეწყო ასფალტის საფარი და რკინა-ბეტონის სანიაღვრე არხები. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ასფალტის საფარის მეორე ფენის მოწყობა. პროექტის ღირებულება შეადგენს 328 161 ლარს.
სოფელ საბუეში, “ფიქალებთან” მისასვლელ გზაზე, მიმდინარეობს 1 384 გრძივ მეტრზე ასფალტის საფარისა და რკინა-ბეტონის სანიაღვრე არხების მოწყობა. პროექტის ღირებულება 501 910 ლარია.
აღსანიშნავია, რომ საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები, რომელიც რეგიონული განვითარების ფონდიდან ფინანსდება, დასრულდება მიმდინარე წელს.
სოფელ შილდაში, დასრულდა გზის რეაბილიტაციის პროცესი. პროექტის ფარგლებში გზის 3700 მეტრი სიგრძის მონაკვეთზე დაიგო ორფენიანი ასფალტის საფარი, ასევე მოეწყო სანიაღვრე არხები და ლითონის ცხაურები. ამ დროისთვის მიმდინარეობს გზის დახაზვის სამუშაოები.
პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ჯამური ღირებულება 3 123 923 ლარია.