შაბათს, 26 ივლისს, 20:00 საათზე, ყვარლის კოტე მარჯანიშვილის სახალხო თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე, გაიმართება ჯგუფ „Status Band”-ის კონცერტი.
ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ღონისძიება ტრადება პროექტის ,,მუსიკალური ზაფხული 2025“-ის ფარგლებში, რომლის ორგანიზატორიც არის საქართველოს კულტურის სამინისტრო, ხოლო მხარდამჭერი ყვარლის მუნიციპალიტეტის მერია.
მსურველთათვის კონცერტზე დასწრება თავისუფალია!