გიორგი ალადაშვილი უკრაინელ მოსწავლეებს პირადად შეხვდა და წარმატებები უსურვა.

უკრაინელ მოსწავლეებს, რომლებიც საქართველოს მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით საზაფხულო ბანაკში ისვენებენ, პირადად შეხვდა კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ალადაშვილი.
გიორგი ალადაშვილმა მოსწავლეებს საზაფხულო ბანაკში საინტერესო დღეების გატარება უსურვა. აღსანიშნავია, რომ უკრაინელმა მოსწავლეებმა ქართული და უკრაინული კულტურის ელემენტებით სტუმრებისთვის გამართეს პერფორმანსი.
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ბანაკი უკრაინელი ბავშვების ორ ნაკადს მასპინძლობს 30 ივნისიდან. მოსწავლეთა შორის უკრაინის სამხედრო ძალების მოსამსახურეების და ომში დაღუპულ მებრძოლთა შვილები არიან. უკრაინელი მოსწავლეები ორი კვირის განმავლობაში მრავალფეროვან კულტურულ-შემეცნებით და გასართობ ღონისძიებებში მონაწილეობენ. გარდა ამისა, ტარდება ექსკურსიები თბილისში, სიღნაღსა და ბოდბეში.
უკრაინელ მოსწავლეებთან შეხვედრას ესწრებოდნენ პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გელა სამხარაული და ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ბააკაშვილი.