თელავის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ანდრიაშვილი კორეის რესპუბლიკის სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ჰიონ დუ კიმს შეხვდა.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო კორეის სხვადასხვა ქალაქისა და თელავის მუნიციპალიტეტის თანამშრომლობის მიმართულებებს, ასევე სამომავლო ურთიერთობების პერსპექტივებს. ლევან ანდრიაშვილმა ელჩს მუნიციპალიტეტის შესახებ მიაწოდა დეტალური ინფორმაცია. მხარეებმა განიხილეს თანამშრომლობის შესაძლებლობები ეკონომიკურ, სოფლის მეურნეობის, კულტურულ და ტურისტულ სფეროებში. გარდა ამისა, იმსჯელეს კორეის სხვადასხვა ქალაქებსა და თელავის მუნიციპალიტეტის სამომავლო თანამშრომლობაზე.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრას ესწრებოდნენ ელჩის პირველი მდივანი სანგ ჯუნ განგი, კორეასთან სავაჭრო ურთიერთობების ხელშეწყობის კორპორაციის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი სანგ მუნ ვუ, ატაშე ანასტასია გოგიაშვილი და მერიის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი თამარ ზაზანაშვილი.