თელავში, გსმ პირთა მხარდაჭერის მნიშვნელობასა და ხელშეწყობაზე იმსჯელეს.

თელავის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრს ესტუმრა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, კომიტეტის თავმჯდომარე გაეცნო ცენტრის საქმიანობას, შეხვდა ბენეფიციარებს და მოისმინა მათი საჭიროებების შესახებ ინფორმაცია.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებისთვის ცენტრის მხარდაჭერის მნიშვნელობას და დამოუკიდებელი ცხოვრების პრინციპების ხელშეწყობას მუნიციპალიტეტში. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ახალ, პერსონალური ასისტენტის პროგრამაზე და მის შემდგომ დახვეწაზე.
გსმ პირთა უფლებების გაძლიერებისკენ მიმართული ინიციატივებისადმი მხარდაჭერა გამოთქვა თელავის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან ანდრიაშვილმა და აღნიშნა, რომ მერია მზადაა, ამ კუთხით მომავალშიც განაგრძოს აქტიური მუშაობა.