ყვარელში, სასპორტო სკოლის დარბაზში, გაიმართა დავით გვენცაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი რაიონული ტურნირი მინი ფეხბურთში, რომლის ორგანიზატორიც იყო ყვარლის მუნიციპალიტეტის მერია.
ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, შეჯიბრში მონაწილობა მიიღო ხუთმა გუნდმა, საიდანაც I ადგილი დაიკავა ქალაქ ყვარლის გუნდმა -„დურუჯი,” ხოლო II ადგილზე გავიდა სოფელ თივის გუნდი.
საპრიზო ადგილების მფლობელებს გადაეცათ სიგელები, მედლები და თასები.