“მჯერა, რომ საუკეთესო შედეგებს მიაღწევთ,” – გიორგი ალადაშვილის მიმართვა აბიტურიენტებს.

კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ალადაშვილმა, ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყება მიულოცა აბიტურიენტებს და ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლისას წარმატებები უსურვა.
“დღეს, ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო და მსურს, წარმატებები ვუსურვო ყველა აბიტურიენტს.
მნიშვნელოვანია გამოცდებში თქვენი ცოდნის გამოვლენა და უნარების მაქსიმალური მობილიზება. მჯერა, მრავალწლიანი შრომის შედეგს საუკეთესოდ წარმოაჩენთ. ცოდნა ძალაა და ცოდნის მეშვეობით შეძლებთ ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე გამოწვევების დაძლევას და წარმატებების მიღწევას.
მჯერა, რომ საუკეთესო შედეგებს მიაღწევთ. გისურვებთ წარმატებებს!” – კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ალადაშვილი.