ყვარლის მუნიციპალიტეტის მერმა გივი ზაუტაშვილმა, აბიტურიენტებს წარმატებები უსურვა.

დღეიდან აბიტურიენტებისთვის დაიწყო ერთიანი ეროვნული გამოცდები. ახალგაზრდებს ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი და ერთ-ერთი ყველაზე საპასუხისმგებლო ეტაპის დაწყებას ულოცავს და წარმატებებს უსურვებს ყვარლის მუნიციპალიტეტის მერი გივი ზაუტაშვილი.
“ძვირფასო აბიტურიენტებო, მინდა, წარმატება გისურვოთ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე.
დღეიდან, შესაძლებლობა გეძლევათ, 12 წლის მანძილზე დაგროვილი ცოდნისა და უნარების რეალიზებისა, ცხოვრების ამ მნიშვნელოვან ეტაპზე დასახული მიზნების მიღწევისა.
მჯერა, რომ თქვენ შეძლებთ საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენას და საუკეთესო შედეგებს მიაღწევთ.
წარმატებებს გისურვებთ!” – ყვარლის მუნიციპალიტეტის მერი გივი ზაუტაშვილი.